ქართველ ხალხს ძველი დროიდან მოსდევს ქართული ცეკვისადმი სიყვარული. ალბათ, არ არსებობს ისეთი ქართული ოჯახი, სადაც ოჯახის რომელიმე წევრს ბავშვობაში მაინც არ ევლოს ცეკვის წრეზე. ჩვენმა მაყურებელმა ძალიან ბევრი რამ იცის სტუდია „შავლეგოს“ შესახებ. სტუდია „შავლეგოს“ ხელმძღვანელი დავით ბოხუაა, რომელიც ცნობილი მოცეკვავის ჭიჭიკო ბოხუას შვილიშვილია. ბატონმა დავითმა ოჯახის ტრადიცია წარმატებით გააგრძელა. უკვე წლებია „შავლეგოს“ ქორეოგრაფები თავიანთ ნამუშევარს წლის ბოლოს – კონცერტზე გვაჩვენებენ. ამჟამაც სტუდია „შავლეგოს“ ბავშვებს საკონცერტო დარბაზმა „მოზაიკამ“ უმასპინძლა.