ნინო ქათამაძე: „ეს არის დღე, როცა ყველა სიგიჟეს გპატიობენ…“

0
1968

ვინც ნინო ქათამაძის შემოქმედება მცირე დოზით მაინც იცის, ისიც ეცოდინება, რომ ის თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტია. სხვადასხვა ალბომშიც და სცენაზეც მუსიკოსი სიახლეებისკენ ისწრაფვის, თუმცა როგორც „თბილისი მარიოტში“ „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 21 აგვისტოს მსმენელი მისგან კიდევ არაერთ საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტს მოისმენს. პრესკონფერენციას კონცერტის მენეჯერი ბუკა კარტოზია და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ესწრებოდნენ.

ღონისძიება სახელწოდებით „Happy Birthday“ მომღერლის დაბადების დღეს ემთხვევა. ყოველ წელს ის ამ დღეს კონცერტით აღნიშნავს ხოლმე და მსმენელთან ერთად ზეიმობს, თუმცა წლევანდელი კონცერტი გამორჩეული იქნება, რადგან ასეთი ტიპის სივრცეში ნინო ქათამაძეს საქართველოში არასდროს უმღერია.

ნინო ქათამაძეს აკომპანირებას გაუწევს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებენ სამების საპატრიარქო გუნდი და ჯგუფი „The Quinessence“. საღამოს დაასრულებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული დიჯეი პოლ ანდერსონი. საღამოს განმავლობაში გაიმართება ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთ სიმღერაზე მათი ალბომიდან. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here