თინა მახარაძე ამერიკელებმა გააკვირვეს: „ვერ გავიგე, სოლოლაკში ვარ თუ ბრუკლინში“

0
2276

მოგეხსენებათ, ქართველი მსახიობი, თინა მახარაძე აშშ-ში გაემგზავრა სასწავლებლად. თინა სწავლის პროცესით ძალიან  კმაყოფილია. ასევე ზოგადად, ნიუ იორკში ცხოვრებითაც.

ახალხან გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ერთი დღის დასასრულს აღწერს უცხო ქვეყანაში, რომელიც მისთვის ახლობელი გახდა.

„ღამის 10 საათია. გამოვდივარ უნივერსიტეტიდან, რამდენიმე საათი რაღაც კრივის სცენას ვამონტაჟებდი და მგონია, მე ვარ ნაცემი, ისეთი დაღლილი ვარ. შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ ერთ კოლოფ American Spirit-ს. რატომღაც ჩეკს დავხედე, რასაც, როგორც წესი, არასდროს ვაკეთებ ხოლმე, წერია 8 დოლარი, არადა, ნიუ იორკში სიგარეტი 15 დოლარზე ნაკლებად არ იღება  – რა არის ესა, რატომ 8 დოლარი-მეთქი, ვეკითხები გამყიდველს. I made special price for u (შენ სპეციალურად ფასად მოგყიდე)-ო მეუბნება. გამოვფრინდი გახარებული, შევედი მეორე მაღაზიაში. ვყიდულობ შოკოლადებს და უცებ ბარათმა გაჭედა – იყოს და მერე შემომიტანე, – მეუბნება გამყიდველი, პარკში მიწყობს შოკოლადებს და ზედ დიდ შეკვრა ყავას უმატებს – ესო უფასოდ ჩემგანო.

ბრუკლინში ვარ თუ სოლოლაკში, ვერ გავიგე.

რანაირი თავაზიანია ხოლმე ცხოვრება შიგადაშიგ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here