ტეილორ სვიფტმა ჯულია რობერტსი სცენაზე აიყვანა

0
23

ჯულია რობერტსი ასეთ ფორმაში, თანაც სცენაზე ალბათ არავის უნახავს – ლეგენდარული მახიობი, ოსკაროსანი ჰოლივუდელი ვარსკვლავი სრულიად არავარსკვლავურ ფორმაში ტეილორ სვიფტმა თავისივე კონცერტზე გამოიჭიერა და მსახიობი სცენაზე გაიწვია. ჯულია რობერტსი ტეილორის ტურნეს ერთ-ერთ კონცერტს სამივე შვილთან ერთად ესწრებოდა. ახალგაზრდა შემსრულებლის შემოთავაზებაზე, სცენაზე ამოდიო, უარი ვერ თქვა და ერთობ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი პირდაპირ ათასობით ფანის წინაშე გამოიჭიმა.

მოგვიანებით ინტერვიუში ჯულიამ ტეილორის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა. როგორც ქალმა განაცხადა, სვიფტმა მას სცენაზე ასვლა კონცერტის დაწყებამდე სთხოვა. მის შვილებს კი სცენაზე ცეკვა შესთავაზა. საბოლოოდ ჯამში, ჯულიამ ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი გადაწყვეიტლება მიიღო და ყოველგვარი სადღესასწაულო მაკიაჟის, შლეიფიანი კაბისა და წინასწარ მომზადებული სიტყვის გარეშე ტეილორის გვერდით რამდენიმე წუთი ცეკვა-თამაშში გაატარა.

ტეილორ სვიფტის მიმართ მოგვიანებით ინტერვიუში არაერთი კომპლიმენტი აფრქვია და განაცხადა, რომ ამ გოგონას კეთილი გულით მოხიბლულია. სხვათა შორის, ჯულია გამონაკლისი სულაც არ გახლავთ, ტეილორის ქება-დიდება კოლეგებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლების მხირდან ბოლო პერიოდის ნამდვილი ტრადიცია – გოგონას უშუალობით ბევრი იხიბლება, მაგალითად, ჯულიასი არ იყოს, ტეილორმა “The 1989” ტურნეს მსვლელობის დროს სცენაზე ჯონ ლეჯენდი, ალანის მორისეტი, ელენ დე ჯენერესი, ლორდი, ვიქენდი, ნიკ ჯონასი და არაერთი კოლეგა მიიწვია.