ტეილორ სვიფტი, ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, მრავალი ჯიდლოს მფლობელი წარმატებული მომღერალი ცხოვრებაში პირველად მოხვდა GQ-ს ქავერზე – 25 წლის ქერა ლამაზმანი ინტევიუში გულწრფელად საუბრობს პირად პრობლემებზე და მედიისგან გაჩენილ ჭორებზე, რომელთა გამოც გოგონა წელიწადნახევრის განმავლობაში ინტერნეტშიც კი ვერ შედიოდა – “ინსტაგრამის პაროლიც კი დამავწიყდა“ – ყვება შემსრულებელი.
იცით, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობა შენზე ერთსა და იმავეს ამბობს, საზოგადოების თვალში ეს ყველაფერი ფაქტი და სიმართლე ხდება. თითქოს არაფერია იმაში განსაკუთრებული, რომ 22 წლის გოგონა პაემნებზე დადიოდეს, მაგრამ მე ამასაც ვეღარ ვახერხებდი, რადგან შემდეგ ამაზე ყველა გადამეტებულად ჭორაობდა – ყვება შემსრულებელი.
“წერდნენ, რომ მთელი ჩემი შემოქმედება კაცებს ეძღვნებოდა – თითქოს სიმღერებით ვცდილობდი შურისძიებას – ეს გოგონა კაცებზეა შეშლილი. 2010 წელს ყვიროდნენ, რომ ამდენი ჯილდოსთვის ძალიან პატარა ვიყავი, წელსაც მოიგონებენ რამეს“ – ხუმრობს ვარსკვლავი, რომლის სახლის თაროებზეც არაერთი გრემი, თუ ემთივის ჯილდო იწონებს თავს.
ის ფაქტი, რომ არასდროს დამიდასტურებია, ვის ეძღვნებოდა ჩემი სიმღერები, ძალას მმატებს, მაფიქრებინებს, რომ რაღაც მაინც დავიტოვე ჩემთვის. ვიღაცას მიზნად აქვს დასახული, რომ გადავსებული სტადიონების წინაშე იმღეროს, ჩემთვის მთავარია, ჩემი საყვარელი არტისტების გვერდით დავდგე სცენაზე, ვურეკავ და უმეტეს წილად მთანხმდებიან -ამბობს შემსრულებელი, რომელიც არაერთი პლატინის დისკისა და მრავალი სხვა წოდების მფლობელია – ამერიკელ მომღერალს ამჟამად კელვინ ჰარისთან რომანს მიაწერენ და იმასაც წინაწარმეტყველებნ, რომ სულ მალე შემსრულებელი დიჯეის ოფიციალური ცოლი გახდება.