როგორ დაიწყო ლეიდი გაგასა და ტეილორ კინის რომანი?!

0
105

ტეილორ კინი ამერიკაში ცნობილი სატელევიზიო მსახიობია, თუმცა, მისი სახელი მთელმა მსოფლიომ მას მერე გაიგო, რაც ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა რომანი თვით დედა მონსტრთან, ლეიდი გაგასთან გააჩაღა – მათი სასიყვარულო ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო, მაშინ ტეილორი ვიდეოში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გაგას უბრალოდ სიმპათიური ბიჭი მოეწონა და მის საწოლში აღმოჩნდა – ყველაფერი საკმაოდ უცნაურად დაიწყო – კერძოდ კი სახეში სილის გარტყმით.

ტეილორმა თავისი და გაგას ისტორია ერთ-ერთ ტელეშოუში მოყვა – “ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გავიცანით – გადაღება დავიწყეთ და მე მას ვაკოცე… თუმცა, არ მოელოდა. დასრულდა თუ არა კადრი და კამერა გაითიშა, სახეში გამარყა. მომდევნო კადრშიც ვაკოცე, თუმცა, შემდეგ აღარ გაურტყამს. ჩვენ შორის ქიმია სულ იყო. მთელ დღეებს იქ ვატარებდით. 3,4 საათამდე ვმუშაობდით, ერთმანეთზე ბევრი რამ შევიტყვეთ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი რომანი დავიწყეთ – ყვება მსახიობი.

ენდი კოენის კითხვაზე, მაინც როდის აპირებს ცნობილი წყვილი ქორწინებას, ტეილორის პასუხი, როგორც მოსალოდნელი იყო, გაურკვველია – როგორც მსაიხობი ამბობს, დაკავებული გრაფიკის გამო, ის და გაგა დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ, სად სურთ ქორწილის გადახდა – ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში თუ სადმე სხვაგან.

გაგას მუსიკალურ მოღავწეობასთან ერთად ცოტა ხნის წინ სამსახიობო საქმიანობაც დაემატა – ქალი სერიალ “American Horror Story”-ში მთავარ როლს ასახიერებს – მისი მონაწილეობით გამოსულ ორივე სერიას დიდი აღფრთოვანება და არაერთი დადებითი შეფასება მოჰყვა. გაგამ სხვათა შორის, ძალები ერთობ მძაფრ ინტიმურ სცენებშიც მოსინჯა და მისი შესაძლებლობები ამ საკითხშიც ერთობ თვალშისაცემად შთამბეჭდავი აღმოჩნდა.