თეა წულუკიანი შვილის გაჩენის შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა

0
2581

თეა წულუკიანი შვილის გაჩენის შემდეგ, კამერებთან პირველად გამოჩნდა. მან, საქართველოს პრემიერ მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დავით გაგუას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გახსნა.

თეა წულუკიანმა, რომელიც დეკრეტულ შვებულებაშია, 18 მარტს შვილი, მერი კაკულია, სწორედ დავით გაგუას სამშობიარო სახლში გააჩინა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კლინიკის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ცენტრის გახსნას გაგუას კლინიკის მომსახურებით კმაყოფილი მოქალაქეებიც ესწრებიან, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი სწორედ თეა წულუკიანია.

“მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს კოლეგას, თეა წულუკიანს შვილის შეძენა და ბედნიერი დედობა ვუსურვო” – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here