ვერიკო ტურაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაცია მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერაზე „რომ შემეძლოს“ „ლეიბელში“ 5 აპრილს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვერიკოს ახალი ნამუშევრის ნახვა, რომელიც რეჟისორმა ანტონ თათვიძემ გადაიღო, მომღერლის ბევრმა კოლეგამ მოისურვა და ამიტომ პრეზენტაციას უამრავი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი, ნინო ძოწენიძე, დათუნა მგელაძე, სოფო გელოვანი, თიკა ჯამბურია, სალომე კორკოტაშვილი და სხვები. ღონისძიება თემო საჯაიას მიჰყავდა, რომელმაც ვერიკოსგან უამრავი მადლობა გადასცა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეორგოლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.
ვერიკოს კლიპში პარტნიორობას ლაშა ჯუხარაშვილი უწევს, რომელმაც მუსიკალურ რგოლში პირველად მიიღო მონაწილეობა და ამ საქმეს მშვენივრად გაართვა თავი.
ლაშა ჯუხარაშვილი:
მე კმაყოფილი ვარ, თავადაც ვნერვიულობდი, მუსიკალურ კლიპზე პირველად ვიმუშავე. მგონია, რომ გამოვიდა. ვერიკოც კმაყოფილია და შემოქმედებითი ჯგუფიც… ვრცლად…