ერთადერთი ჯგუფი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც “ევროპის ბლუზის კავშირში” მიიღეს. T Blues Mob – ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, ცნობილი ბლუზის საკუთარი ვერსიით გახდა. ბენდის ფრონტმენმა, კოკა ცქტიტიშვილმა კი ესპანეთში არაერთხელ ჩატარებული ბლუზ ფესტივალის შემდეგ, გადაწყვიტა ბლუზის ქართველ მოყვარულებს დიდი საჩუქარი გაუკეთოს და მსოფლიოს მიერ აღიარებული ბლუზშემსრულებელი საქართველოში ჩამოიყვანოს. ეს გადაწყვეტილება ფრონტმენმა სისრულეში ბოლომდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოიყვანა, თუმცა მისმა ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა ფესტივალის პირველი საღამო კოკას ორგანიზებით გახსნენს.