ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცის, რეალურად რას აკეთებს პიარ სპეციალისტი და რას მოიცავს ტერმინი პიარი. თუ პოლიციელი ან ინსტრუქტორი ხარ, ნათელია შენი საქმიანობა, მაგრამ პიარის შემთხვევაში, საქმე რთულად არის. თორნიკე გურულმა კი, რომელსაც ჩატარებული აქვს 400-მდე ტრენინგი საქართველოსა და მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში, ფორტუნა აკადემიის სტუდენტებს ერთთვიანი ტრენინგი “პიარის საფუძვლები” შესთავაზა, რომლის ძირითადი ნაწილი, კოგნიციურ მეთოდზე იყო დაყრდნობილი. პირველი ნაწილი კი თეორიულ სწავლებას დაეთმო, რომელსაც მასალის განმტკიცების მიზნით მოჰყვა პრაქტიკული სავარჯიშოები და დისკუსიები. კურსი ასევე ვორკშოპის ელემენტებსაც მოიცავდა. ფორტუნა აკადემიის სტუდენტებმა კურსის ბოლო დღეს, ლექციები შეაჯამეს და ფორტუნა აკადემიის მესვეურებისგან სერთიფიკატები მიიღეს.