Tbilisi Open Air 2017-ის ლაინაფი ცნობილია – რომელი არტისტები ეწვევიან ფესტივალს?

0
1894

“AlterVision Group-მა” Tbilisi open air 2017 – ის ლაინაფი საზოგადოებას წარუდგინა. ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ჰედლაინერები: archive, leningrad და anathema იქნებიან. ამ ჯგუფების გარდა ფესტივალზე მისული მელომანების განწყობაზე SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, S OFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი იზრუნებს.

ფესტივალი 16, 17 და 18 ივნისს ლისი ვანდერლენდში გაიმართება. სამი დღის განმავლობაში, Tbilisi open air სტუმრებს სამ განსხვავებულ სცენას, შეუზღუდავ მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ გასართობ აქტივობას ჰპირდება. როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, საფესტივალო ქალაქში მსმენელს სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას დაახვედრებენ. რაც შეეხება ბილეთებს, მათი შეძენა, როგორც სალაროებში, ასევე ონლაინ, TKT.ge-ზე შეგეძლებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here