ევროპული წარმატების შემდეგ, რეზო გიგინეიშვილის ფილმის “მძევლების“ ჩვენება თბილისშიც შედგა. კინოსურათი პირველ ეტაპზე მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ფილმის იდეაზე მუშაობა რეზო გიგინეიშვილმა 8 წლის წინ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდა დრამატურგი ლაშა ბუღაძეც და ასე შეიქმნა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფილმი “მძევლები“.