მუსიკალური ფესტივალი „თბილისი ოფენ ეარი“ უამრავ ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსს 16 ივნისიდან უმასპინძლებს. ღონისძიებას „ალეტრვიჟენ ჯგუფი“ წარმოგიდგენთ, ტრადიციულად, ყოველ წელიწადს. „თბილისი ოფენ ეარი“ 16-18 ივნისის განმავლობაში ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.
15 ივნისის ჩათვლით შეძენილ ბილეთებზე (დღიური – 60 ლარი, აბომენენტი – 150 ლარი), მოქმედებს „თიბისის“ სპეციალური შეთავაზება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ბანკის ბარათების მფლობელებს ბილეთის ან აბონემენტის 10% უკან დაერიცხებათ. 16 ივნისიდან, კარზე ბილეთის ფასი შენარჩუნდება, მაგრამ 10% უკან აღარ დაბრუნდება.
როგორია ფესტივალის სამდღიანი პროგრამა? სხვადასხვა სცენაზე იხილავთ შემდეგ არტისტებს – „ანათემა“, „სევდალიზა“, „ბექვორმერი“, „დაგდაგანი“, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, „რიპერტონი“, ბაჩო, კობერტი, კოზმანა, ელდარიო ბანიშტა, „სფეის ტერიაკი“, დიმიტრი, მარკუსი, ტაბუ, ნოქსირონი, „სოფთ ეჯექტი“, „ლაუდსპიკერსი“, ეკო და ვინდა ფოლიო, Archive, „იანგ ჯორჯიან ლოლიტას“, SF-X, მოკუმოკუ და სხვანი.