Elite Model Look წელს მეთერთმეტედ გაიმართება

0
1906

“Elite Model Look Georgia” წელს მეთერთმეტედ ჩატარდება. საქართველოში მას სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის ორგანიზებით იმართება. კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

„ელიტ მოდელ ლუქი“ სამოდელო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა და მისი აღმოჩენილია ისეთი სახეები, როგორებიც არიან ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორფი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბიუნჩენი, ნაომი კემპბელი და სხვა ტოპმოდელები.

 ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

წინა წლების Elite Model Look Georgia 2007-2016-ს გამარჯვებულები არიან:

თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი, ანასტასია იგონინა,  მიშა ტკაჩენკო, ქეთი ლომაძე, გაბრიელ გუგულაშვილი, თათია ახალაია და ლუკა ჯაჯვანი, ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძიათ გაიარონ ონლაინრეგისტრაცია საიტზე www.elitemodellook.ge.

15 ივლისს   12:00 საათზე   სავაჭრო ცენტრში “ჯი თი სი”  (ვეკუას ქუჩა 3) გაიმართება  “Elite Model Look Georgia 2017”-ის ნაციონალური კასტინგი.

 

“IC Model Management”-ი  ნაციონალურ კასტინგზე იწვევს:

გოგონები:

ასაკი: 14-დან 22 წლამდე

სიმაღლე: მინიმუმ 170 სმ

ვაჟები:

ასაკი: 14-დან  22  წლამდე

სიმაღლე: მინიმუმ 180 სმ

კასტინგის შედეგად შეირჩევიან კონკურსანტი გოგონები და ვაჟები, რომლებიც ინტენსიურად მოემზადებიან 2 კვირის განმავლობაში და წარდგებიან ჟიურის წინაშე.

28 ივლისს გაიმართება  დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულებს გამოავლენს და დაასახელებს  თავად „ელიტის“ წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here