თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “სოუ” მეორე გამოშვება გაიხსნება. ის 15 მაისიდან – 5 ივლისამდე გასტანს. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციები იქნება შერჩეული. ფესტივალის მესვეურებმა წლევანდელ სეზონს “სხვა ზღვა” დაერქვეს. მასში მონაწილეობას, როგორც ქართველი ასევე სხვადასხვა ქვეყნის არტისტები მიიღებენ. სოუ სტარტს ცირკის არენიდან აიღებს და ოპერაში ჰაცუენ მიკუს და კიიჩირო შიბუიას კომპოზიციების ფონზე დასრულდება.