2019 წლის „ევროვიზიის“ კონკურსზე ქართველი მომღერალი, რომელიც საბერძნეტში მოღვაწეობს, კვიპროსის სახელით გამოვა. თამთა გოდუაძე უკვე ოფიციალურადაა გამოცხადებული კვიპროსის წარმომადგენლად მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე.
როგორც განცხადებაში წერია:
კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაცია აცხადებს, რომ ევროვიზიის 64-ე სიმღერის კონკურსზე, რომელიც 2019 წლის მაისში ისრაელში, კერძოდ, თელ ავივში ჩატარდება, კვიპროსს წარადგენს საბერძნეთში, საქართველოსა და კვიპროსში პოპულარული მომღერალი, თამთა გოდუაძე.
თამთა შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Replay , რომელიც კომპოზიტორ Alex P-ს ეკუთვნის, სასცენო დადგმაზე კი იმუშავებს რეჟისორი და ქორეოგრაფი საშა ჟან-ბაპტისტი.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ თამთა გოდუაძე „ევროვიზიაზე“ საბერძნეთს წარადგენდა, ეს ხმები არ გამართლდა, სამაგიეროდ, 2019 წლის „ევროვიზიაზე“ მას მაინც ვიხილავთ, მხოლოდ კვიპროსის სახელით.