6.8 C
Tbilisi
Sunday, November 13, 2022

გიორგი სუხიტაშვილის ახალი შავ-თეთრი კლიპის პრემიერა შედგა

გიორგი სუხიტაშვილის ახალი კლიპის პრემიერა სიმღერაზე „აჩრდილივით სულ თან დაგდევ“ „პროფილის“ ეთერში შედგა. ვდიეორგოლი შავ-თეთრი გახლავთ. გიორგის ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ.

თავად მომღერალმა დიდი პოსტი დაწერა და ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც ამ ნამუშევარში საკუთარი წვლილი შეიტანა.

კლიპის რეჟისორი გახლავთ გვანცა მეფარიშვილი და როგორც გიორგი აღნიშნავს, რომ არა მისი დაჟინებული მოთხოვნა, ეს ვიდეორგოლი არ იარსებებდა, მონტაჟის ავტორი გახლავთ დავით მეფარიშვილი, ოპერატორები; ლევან ჯიშკარიანი და ზურა რიჟამაძე. ვიდეორგოლის გადაღების ორგანიზებაში მონაწილეობდა დადუ ლომინაძე.

მომღერალი ასევე მადლობას უხდის ნინუცა ბედიაშვილსა და ალინა ეფიმოვას.

ვიდეორგოლში მონაწილეობს მუსიკოსი, ბასისტი შაკო ღელეყვა, რომელიც კლიპში მოტოს დააქროლებს.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები