თამო ვაშალომიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სხეულის უკანა ხედის მაქსიმალურ დემონსტრირებას ახდენს. ახლახან გამოთქვა აზრი, რომ უკანალის დაზღვევა არ იქნებოდა ცუდი, არც მეტი, არც ნაკლები, 100 000 დოლარად. ამ იდეის განხორციელებას კი შეუდგა, თუმცა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებები გაიწელა. რადგან უკრაინაში ერთ-ერთ ჟურნალში გადაიღეს და იქაც მუშაობს, შესაძლებელია, სხეულის პიკანტური ნაწილი სწორედ ამ ქვეყანაში დაიზღვიოს.
ფოტომოდელს ვკითხეთ, რას ფიქრობს კიმ კარდაშიანთან მსგავსებაზე, რომელზეც ფეისბუქ მომხმარებელი აქტიურად წერს.
თამო ვაშალომიძე:
ამ მსგავსების მიმართ უარყოფითად არ ვარ განწყობილი, პირიქით, თუმცა კიმისგან განსხვავებით, არც მკერდი მაქვს გაკეთებული და არც უკანალი. დღეს იშვიათია ბუნებრიობა. მკითხეს, რატომ ვაპირებდი უკანალის დაზღვევას. ყველას ვპასუხობ, რომ ჩემი სხეულის მოვლისა და ფორმაში ყოფნისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ, სწორად ვიკვებები და ვვარჯიშობ, ამიტომაც გამიჩნდა იდეა, რატომ არ უნდა მქონდეს დაზღვეული ჩემი უკანალი, რომელიც ძალიან მომწონს (იღიმის). ასეთი ფორმების შენარჩუნება არც ისე ადვილია.
ახლა დასასვენებლად მივემგზავრები ხურგადაში, დაქალთან ერთად. სადაზღვევო კომპანიებს შევხვდი და განიხილავენ ჩემს სურვილს. საქართველოში არ არის მიღებული სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზღვევა, ამიტომაც შესაძლოა, ჩემთვის შექმნან ექსკლუზიურად ასეთი პაკეტი. მინდა, 100 000 დოლარად დავაზღვიო უკანალი. რომ ჩამოვალ, მოლაპარაკებებს განვაახლებ. თუკი არ გამოვიდა, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში დავაზღვიო. იქაც ვმუშაობ, ჟურნალში გადამიღეს, რომელიც სექტემბერში გამოვა. მითხრეს, რომ პრობლემა არ იქნება ჩემი უკანალის უკრაინაში დაზღვევა.
კიმ კარდაშიანს რომ დავუბრუნდეთ. მის მსგავსად, რეალურ შოუში მიიღებდი მონაწილეობას?
რატომაც არა?!. დიდი სიამოვნებით, თუკი ისეთივე პოპულარობით ისარგებლებდა, როგორც კარდაშიანების შოუ ამერიკაში.
რას გააკეთებდი ასეთი პოპულარობისთვის? შოუში მხოლოდ მარგალიტის აქსესუარით მოაწყობდი გადაღებებს, როგორც ეს კიმმა გააკეთა?
მის მსგავს ფოტოსესიას არ მოვაწყობდი, რადგან მაინც ვცდილობ, რომ არავის დავემსგავსო, თუმცა სკანდალურ რაღაცებს მოვიფიქრებდი, რაც ისედაც არ მაკლია.
თავად უწყობ ხელს სკანდალების აგორებას?
არაფერს არ ვგეგმავ და ტყუილი არაფერია, მაგრამ ვაღიარებ, რომ სკანდალები საინტერესოა. რა თქმა უნდა, მათ აგორებას ხელს ვუწყობ (იღიმის).