Jennifer Lawrence-მა დაბადების დღე Kris Jenner-ის ლოგინში აღნიშნა

0
48

59 წლის Kris Jenner-ი, ცნობილი რეალითი შოუს, “Keeping Up with the Kardashians”-ის იდეის ავტორი და პროვოკაციების დიდოსტატია. ამბობენ, რომ სწორედ მან ასწავლა Kim-ს, როგორ მიიქციოს ყურადღება და გაიზარდოს თაყვანისმცემლების რაოდენობა. თავად Kris-ს ადვილად გამოსდის საზოგადოების გაოცება.

ცოტა ხნის წინ, მის ინსტაგრამზე საკმაოდ უცნაური ფოტო გამოქვეყნდა Jennifer Lawrence-თან ერთად. Kris-მა მსახიობს დაბადების დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღამისთვის, რომელსაც არასოდეს დაივიწყებს. ფოტოს ავტორი Jenner-ის ახალგაზრდა ბოიფრენდი, 34 წლის Corey Gamble-ია.

აქვე გეტყვით, რომ Jennifer Lawrence-ი “Keeping Up with the Kardashians”-ის დიდი ხნის თაყვანისმცემელია – ამის შესახებ Kim-მა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.