თაკო გაჩეჩილაძის პირველი კომენტარი ნახევარფინალოს დატოვების შემდეგ – “მაგრად მეცინება…”

0
2181

9 მაისს მუსიკალური კონკურსის “ევროვიზია” პირველი ნახევარფინალური ტური გაიმართა, სადაც 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოც.

თამარა გაჩეჩილაძის კარგი პერფორმანსის მიუხედავად, მან ფინალში მოხვედრა ვერ მოახერხა.

ქართულ სოცქსელში წერენ, რომ ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო და კიდე ერთხელ აღნიშნავენ, რომ “ევროვიზია” არ არის სიმღერის კონკურსი.

თაკომ პირად “ფეისბუქზე” პირველი კომენტარი გააკეთა. მომღერალო წერს:

“ხალხო! მეგობრებო! ჩემო საყვარლებო! არც ერთი წამით არ იფიქროთ რომ ან ვნერვიულობ ან გული დამწყდა! უბრალოდ ძაააალიან მაგრად მეცინება:))))) და არც თქვენ არ მოიწყინოთ და თავები მაღლა ასწიეთ!

საქართველო დღეს და ზოგადად წელს არის საუკეთესო! ეს დღეს ყველამ დაინახა! ამაზე მეტყველებდა ოვაციები, ტაში, ყველაფერი!!!! და რაც მთავარია ხალხის რეაქცია და შოკი ბოლოს! :))

მე რასაც შეგპირდით და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, საქართველო ღირსეულად წარვადგინე და ესე იგი “ევროვიზია” არ ყოფილა ჩემი ღირსი!:) ეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა……!!! სამწუხაროდ(((

მოკლედ, მადლობა ყველას, მიყვარხართ და ვამაყობ ჩემი თავითაც და რაც მთავარია, იმით, რომ მე ვარ ქართველი!!!! ❤️❤️❤️❤️

გკოცნით ყველას! ❤️’

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here