თაკო გაჩეჩილაძე 18 მარტს იუბილარი გახლდათ. მომღერალს 28 წელი შეუსრულდა. ის ამ თარიღს თბილისში, მეუღლესთან, პროდიუსერ ბორის მილანოვთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად შეხვდა. დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში აღინიშნა. თაკომ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები მიიწვია, რომელთა შორის იყვნენ ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და პიანისტი, ნიკა ნიკვაშვილი, მომღერლის სხვა რამდენიმე მეგობართან ერთად.
თაკომ დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:
„დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის !!!
მოსვლისთვის და დაფასებისთვის! მიყვარხართ“.