,,50 წელია ვმეგობრობთ, არასდროს გვიჩხუბია და არასდროს გვწყენია ერთმანეთისგან არაფერი” – მაია ჯაბუა და ეკა კახიანი პრემიერით ,,არტ-Fm”- ში

0
851

16 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერლები მაია ჯაბუა და ეკა კახიანი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალი ნამუშევარი „ეს სიმღერა ჩვენია“ წარმოადგინეს.

– ქალბატონო მაია, რამდენ წელს ითვლის თქვენი მეგობრობა?

– ჩვენ 1971 წელს, „მზიურის“ შექმნისთანავე გავიცანით ერთმანეთი და ზუსტად 50 წელია ვმეგობრობთ. თუმცა, მეგობრობა დიდი ხანია ნათესაობად იქცა, ერთმანეთის მეჯვარეები, ბავშვების ნათლიები ვართ და ჩვენი შვილებიც დიდი ხანია მეგობრობენ.

– ქალბატონო ეკა, როგორ შეიქმნა ახალი სიმღერა?

– სიმღერა პირველად ნინი ბადურაშვილმა და თაკო გაჩეჩილაძემ შეასრულეს და საკუთარ მეგობრობას მიუძღვნეს, თუმცა მაშინ ძალიან პატარები იყვნენ და არც მეგობრობა ჰქონდათ დიდი ხნის. სიმღერის ტექსტი ნიკო გომელაურს ეკუთვნის, რომელიც არაჩვეულებრივ ლ;ექსებს წერდა და ჩემს სიმღერებზეც ხშირად მუშაობდა. მართალია, მე და მაიამ რამდენიმე დუეტი ჩავწერეთ, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ სიმღერის სწორედ მაიასთან ერთად შესრულება, რადგან მანამდე არასდროს გვიმღერია მეგობრობაზე, არადა ნამდვილად იმსახურებს ჩვენი მეგობრობა კარგ სიმღერას.

– ქალბატონო ეკა, მეუღლეს თუ მიუძღვენით სიმღერა?

– სწორედ ჩემს მეუღლეს ეძღვნება „ზაფხულის საღამო“, რომელიც მუსიკალური პრემიის „ლიგის“ გამარჯვებული და წლის საუკეთესო სიმღერა გახდა.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here