სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ„ შუაგულში“ დაგეგმილი მისი კონცერტი გაუქმდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ კონცერტი შექმნილი ეპიდვითარების გამო გააუქმეს, თავად მომღერალი კი აღშფოთებული წერს:
„დაგვიკავშირდა „შუაგული“ და შევთანხმდით 13 აგვისტოზე. რეკლამები ჩაეშვა… მეც დავბუსტე…
ეს რიცხვი აქტუალური არტისტისთვის ზაფხულის ყველაზე მომგებიანი რიცხვია ზღვის სეზონზე. ამის გამო ძალიან მაგარი შემოთავაზებები დავკარგე (დამეთანხმებიან კლუბების მენეჯერები, რომლებთანაც ვერ შევთანხმდი ამ დღეზე). 14-ში უნდოდათ ბათუმში, რაზეც უარი ვთქვი, მეგონა. ზედიზედ ასეთ შორ მანძილზე ვერ გავქაჩავდი კონცერტებს…
მე ისედაც სეზონზე ორ კონცერტზე მეტს არ ვაკეთებ.
ჰოდა, გუშინ დამირეკეს „შუაგულიდან“ ვეღარ ვაკეთებთ კონცერტსო… ისაო, ესაო, მაგრამ ჩამოდი აქ, ადგილზე უნდა დავილაპარაკოთო…
ბათუმიდან ჩამოვედი ძალიან დაღლილი და „შუაგულში“ უნდა ჩავსულიყავი 40 კმ. წინ და 40 კმ. უკან…
იმდენად დაღლილი ვიყავი, დავურეკე, რომ იქნებ, გადაგვედო ჩასვლა, რადგან ძალიან შორს არის და მაინც ვაუქმებთ კინცერტს.
– არაო, გინდა თუ არა, ჩამოდიო…
რაღაც წარმოუდგენელ ლაბირინთებში მივაგენი ძლივს და თურმე უარი პირისპირ უნდა ეთქვათ… :))
ჩემი პოსტი იმაზეა, ჩემო კოლეგებო, რომ ჩემსავით კონტრაქტის გარეშე არ დაგოიმდეთ, ნაცნობ ივენთმენეჯერებთანაც კი…
რაც შეედება მაგ ადგილს, არ გირჩევთ საქმიან ურთიერთობას.
ჩემთვისაც კარგი გამოცდილება კი მივიღე, მაგრამ მაღალ ფასად.
მოკლედ, 13-ში “შუაგულში” კონცერტი არ მექნება და იმედია, არც არასდროს მანდ არ მექნება.
ვისაც „თიკეთზე“ გაქვთ ნაყიდი ბილეთები, მალე დაგიბრუნდებათ თანხა უკან“.