ლექს-სენი: „მოგიწოდებთ ყველას, აიცერით, მოვიშოროთ ეს ტანჯვა და გავატაროთ ზაფხულის ეს დარჩენილი რამდენიმე დღე შედარებით ნორმალურად!“

0
395

რეპერი ლექს-სენი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მოსაზრება, თითქოს კოვიდი კონცერტებიდან ვრცელდება, არასწორად მიაჩნია. ის დასძენს, რომ ის და მისი გუნდის წევრები აცრილები არიან.

ლექს-სენი:

„მეგობრებო! ჩვენო მსმენელებო და გულშემატკივრებო! არ აჰყვეთ და არ უსმინოთ აქ მრავალ ენის ქავილით შეპყრობილ მავნებლებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ შიშის განცდას, თურმე კოვიდი კონცერტებიდან აქტიურდება, არა, სიცრუეა! ჩვენი გუნდის ყველა წევრი აიცრა სწორედ იმიტომ, რომ თქვენ შეგიქმნათ უსაფრხო გარემო! ასევე მოგიწოდებთ ყველას, აიცერით, მოვიშოროთ ეს ტანჯვა და გავატაროთ ზაფხულის ეს დარჩენილი რამდენიმე დღე შედარებით ნორმალურად! წინ ფანტასტიკური კონცერტები გელოდებათ!!! მადლობა და წარმატებებს გისურვებთ!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here