ასტროლოგი სოფია ბზეკალავა წერს, როგორი სიყვარული ახასიათებს ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნავს და რა განაპირობებს მათ ემოციურ ფონს, ასტროლოგიის კუთხით.
სოფია წერს:
„თქვენი აზრით, რა არის სიყვარული? ასტროლოგიური გადმოსახედიდან სიყვარულის სხვადასხვა ფორმა და გაგება არსებობს. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანებს სულ სხვადასხვაგვარად უყვართ, ზოგისთვის სიყვარული მეგობრობა და თანამოაზრეობაა, ზოგისთვის ჰარმონია, ვიღაცისთვის კი ემოციების ზღვა და სიღრმე, ზოგჯერ ტკივილი და ტანჯვაც კი.
პირად ჰოროსკოპში პლანეტა ვენერას განლაგება განაპირობებს, ამა თუ იმ ადამიანის შემთხვევაში როგორ უყვარს და რას ელის ურთიერთობებში, ასევე იმასაც, თუ ვინ იქნება მისი იდეალური პარტნიორი.
მიჩნეულია რომ ყველაზე უფრო „სწორად“ სიყვარულს კუროები და სასწორები აღიქვამენ, იმიტომ რომ თავად სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს ამ ორ ნიშანს და ზუსტად მათ იციან, რას ნიშნავს ჭეშმარიტი რომანტიკა, არანაკლებ თავგანწირული და ღრმაა სიყვარულში თევზების ზოდიაქოს ნიშანიც, ეს არის ხალხი რომელსაც ხშირად საკუთარი პრიორიტეტების მიტანაც კი შეუძლია სამსხვერპლოზე სიყვარულის სახელით.
მაგრამ ჩემთვის როგორც ასტროლოგისთვის ყველაზე ღრმა, ყველაზე ინტენსიური და დრამატული მორიელის ემოციებია. მორიელმა შუალედი არ იცის სიყვარულში. მაქსიმუმს გასცემს და მაქსიმუმს ელოდება პარტნიორისგან. შეუძლია, როგორც უდიდესი სიყვარული, ისე უდიდესი მტრობა და შურისძიება, თუკი მისი გრძნობები ფეხქვეშ გათელეს და მოატყუეს. მე შემხვედრია მორიელის ნიშნით დაბადებული, საოცრად ერთგული ხალხი, ისეთებიც კი ვისი სიყვარულიც უკვე გარდაცვლილი ადამიანის მიმართ არ გახუნებულა და არ გაცივებულა. თუმცა მინახავს შურისმაძიებლებიც. ამიტომ მათთვის ვის ჰოროსკოპშიც მორიელის ნიშანი რამეთი მაინც კავშირშია პირად ცხოვრებასთან სიყვარული ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა. მაგრამ ასევე დამანგრეველიც“.