„ევროვიზია 2018“-სთვის „ირიაომ“ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

0
2231

„ევროვიზია 2018“-ისთვის „ირიაო“ აქტიურად ემზადება. ეთნოჯაზბენდმა 5 მარტს, ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ცაავას მიერ გადაღებულ საიმიჯო ფოტოებს პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის განმავლობაში გამოიყენებენ.

ჯგუფის საიმიჯო კონცეფცია „ევროვიზიის“ გუნდმა შეიმუშავა. შერჩეულია 5 იმიჯი, რომელიც მთლიანად კლასიკურ სტილს მოიცავს და ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავდება. კონკურსანტები სხვადასხვა იმიჯით წარდგებიან, როგორც სცენაზე ასევე წითელ ხალიჩაზე და მთავარ საიმიჯო კლიპში.

ფოტოების შემდეგ, მუშაობა კლიპის გადაღებაზე დაიწყება. რამდენიმეთვიან მოსამზადებელ პერიოდს მთავარი კონკურსის ნახევარფინალი დაასრულებს, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქში გაიმართება. ლისაბონის „ალტიჩე არენაზე“ ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტები 10 მაისს წარდგებიან. სიმღერა „შენი გულისთვის“ კომპოზიტორ დავით მალაზონიას ეკუთვნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here