მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს.
ბახალა მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა: გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით გთავაზობთ გამოხმაურებებს სოციალური ქსელიდან.