თიკა ჯამბურიას გუდაურში მაშველები 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ – „გადავწყვიტე, წოლითი რეჟიმიდან გამოვიდე…“

0
2111

თიკა ჯამბურიას ინტერვიუსა და ფოტოსესიისთვის სასტუმრო „ქისში“ შევხვდით და ლობისა და ულამაზეს ნომერში ფოტოები გადავუღეთ. ინტერვიუ მომღერალთან სიახლეებით დავიწყეთ… როგორც თიკამ აღნიშნა, ამ ბოლო დროს მიხვდა, რომ პოპულარობას კარგავს, ამიტომაც სურს, 2018 წელი კარიერის კუთხით მაქსიმალურად გამოიყენოს. თიკამ ისიც მოგვიყვა, როგორ ეძებდნენ მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ღამით გუდაურში დაკარგულს…

თიკა ჯამბურია:

რაც ეს წელი დაიწყო, გადავწყვიტე, ჩემი თავი კარიერას მივუძღვნა, გავაკეთო ბევრი სიახლე, ძველიც ახლებურად ავაჟღერო. ანტონ თათვიძე, ძალიან მაგარი ადამიანი გამოჩნდა და ამ ყველაფერს თავს სწორედ ის აბამს. დაგეგმილია ორი ვიდეორგოლის გადაღება, ორი ჩემი ძველი სიმღერის ახლებური ვერსიები, ასევე ვწერ დუეტს დიმა კობეშავიძესთან, რომელსაც მსმენელი თებერვალში მოისმენს. ძველი სიმღერებიდან თბილისზე სიმღერა და უცნობთან დუეტი ამოვარჩიე. ვფიქრობ, ეს ის სიმღერებია, რომლებიც ყველას უყვარს და მსმენელისთვის სასიამოვნო იქნება მათი ახლებურად მოსმენა.

ვრცლად(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here