სიენა მილერი ბრედ პიტთან რომანზე პირველ კომენტარს აკეთებს

0
42

როგორც იქნა სიენა მილერმა ბრედ პიტთან რომანზე გულახდილად საუბარი მოისურვა და ჟურნალსიტებსაც დიდი ხნის ნანატრი პასუხი გასცა – 33 წლის მსახიობი და 50 წლის პროდიუსერი ერთად მუშაობენ ფილმზე “დაკარგული ქალაქი ზეტ“. ფილმში მთვარ როლს 33 წლის ბრიტანელი ლამაზმანი განასახიერებს, ბრედი კი ნამუშევრის პროდიუსერი გახლავთ.

რამდენიმე დღის წინ მთელი ინტერნეტი ააფეთქა ხმებმა, თითქოს ანჯელინა ჯოლი მეუღლისა და ახალგაზრდა მსახიობის რომანზე ეჭვიანობს. ანჯელინამ ქმარს უყვირა კიდეც, რის შემდეგაც ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ – ეს კი იმიტომ მოხდა, რომ პიტი მთელ დღეებს სიენას ქება-დიდებაში ატარებდა – წერდა ერთ-ერთ ტაბლოიდი. ამასობაში, როგორც ჩანს, სიენაც დაიღალა ათასგვარი ჭორ-მართალის სმენით და დუმილი დაარღვია.

“სიმართლე გითხრათ, ასეთი ჭორები პირადად არც კი წამიკითხავს – ბრედი იმ ფილმის პროდიუსერია, რომელშიც მე ვთამაშობ, თუმცა, ის პერიოდი, რაც მე გადასაღებ მოედანზე ვმუშაობდი, არც კი მოსულა. ცხოვრებაში სულ ორჯერ მყავს ნანახი. ასე რომ, ეს ჭორები უბრალოდ შეშლილი ტყუილებია“ – ამბობს მსახიობი.

ანჯელინასა და ბრედს შორის პრობლემების შესახებ საერთაშორისო მასშტაბით ჭორაობა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ წყვილი ამჟამად ერთობლივად იღებს ახალ ფილმს, “By the Sea”. ფილმში წყვილი ცოლ-ქმარს ასახირებს, რომელსაც პირად ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი უდგას და ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს. ჯურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს ნამუშევარი ავტობიოგრაფიული, ენჯი პასუხობს, რომ თუკი მასა და ბრედს იგივენაირი პრობლემები შეაწუხებდათ, ისინი უბრალოდ ერთად მუშაობასაც კი ვერ შეძლებდნენ. “ეს ფილმი ავტობიოგრაფიული არ არის. მე და ბრედს რა თქმა უნდა რღაც პრობლემები მართლაც გვაწუხებს, თუმცა, ჩვენ ურთიერთობაში ყველაფერი ასე რთულად რომ იყოს, ამ ფილმს საერთოდ ვერ გადავიღებდით“ – ამბობს ჯოლი. ასე რომ, მასმედიას ცნობილი ჰოლივუდური ცოლ-ქმრის დაშორება არ გამოუვიდა – ახლა ის დროა ტაბლოიდებმა სხვა ბედნიერ წყვილებზე გადაინაცვლონ და მათი პრობლემების შესახებ აუწყონ მკითხველებს.