მსახიობი შოთიკო ნოზაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ ითამაშებს. ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ მან „რუსთავი 2“-ზე „კომედი შოუში“ დაიწყო მუშაობა, რაც სერიალის შემქმნელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
შოთიკო ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში საუბრობს იმის შესახებ, როგორი ძნელი იყო მისთვის სერიალთან გამომშვიდობება:
„რა თქმა უნდა, გულისტკენა იყო, რადგან ხუთი წელია, სერიალის გუნდთან ერთად ვცხოვრობ და იქაურობა ჩემი მეორე სახლივით იყო. შევიძინე უამრავი მეგობარი, ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს „ჩემი ცოლის დაქალებთან“ და ამიტომ რთული ყიო ჩემთვის იქიდან წამოსვლა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რთული იყო გუნდთან დამშვიდობება. კარგია, რომ ისევ იუმორის სფეროში განვაგრძობ მუშაობას.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეგინარჩუნათ „ჩცდ“-ს გუნდმა თქვენ და თქვენი პერსონაჟი, თენგო?
არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ვერიდები, რადგან შეიძლება, საზოგადოებამ ჩემი ნათქვამი მაინც სხვანაირად აღიქვას. უბრალოდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი დაკარგვა არ უნდოდათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სიახლეები ყოველთვის კარგია. თუ აქამდე მაყურებელი ჩემგან ელოდა მხოლოდ თენგოს, ახლა იქნება ჩემგან გელა, ჯემალა და ნარგიზა, ალბათ.
ქალსაც ითამაშებთ?
არ ვიცი, როგორც სცენარი და სიტუაცია მოითხოვს.