ლელა წურწუმიას ცხარე ცრემლები ინტერვიუს დროს – „ქუჩაში იდგა და მელოდა… მეორე დღეს გარდაიცვალა…“

0
1074

ლელა წურწუმიას კონცერტისადმი მიძღვნილ სიუჟეტში „მთავარმა არხმა“ მომღერალთან ერთად რამდენიმე დღე გაატარა. ჟურნალისტმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას ლელა წურწუმიამ მისთვის ყველაზე ტკივილიანი მომენტი გაიხსენა და ატირდა. ეს ეპიზოდი მამას ეხება. როდესაც ლელას მამა გარდაიცვალა, მომღერალს ის მოუცლელობის გამო გარკვეული პერიოდი ნანახი არ ჰყავდა.

„ბაქოში მივფრინავდი და ვუთხარი, მამა, ხვალ წასვლის წინ გამოვალ-მეთქი. ისე მოხდა, რომ ვერ გავედი. მთელი დღე ქუჩაში იდგა და მელოდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა… ვერ ვნახე… დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს ამას და ალბათ, ვერასდროს ვააპტიებ. ესე იდგა და მელოდებოდა… ჩემმა დამ რომ მითხრა, მთელი დღე ქუჩაში იდგაო, მოვკვდი. მოვფრინავდი… მინდოდა, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდნილიყო… არის კიდევ რაღაცები ჩემს ცხოვრებაში, როცა სხვანაირად მოვიქცეოდი….“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here