შორენა ბეგაშვილს სოცქსელში კვლავ ლანძღავენ: „მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი?“

0
2463

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ცნობილი მსახიობის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მეხუთე სართულიდან გადავარდა, მრავალი სახის დაზიანება მიიღო და უამრავი ოპერაცია დასჭირდა, საქართველოშიც და თურქეთშიც, რომ ფეხზე დამდგარიყო. ტელეწამყვანმა ახლახან გაყიდა მანქანა. როგორც თავად ამბობს, ოპერაციების ხარჯი ჯერ კიდევ არ დაუფარავს.

როგორც ჩანს, შორენა ბეგაშვილს დღემდე ახსენებენ იმას, რომ შვილის, ევა ბარბაქაძის მკურნალობის ხარჯების ნაწილობრივ დაფარვაში საზოგადოების შემოწირულობები დაეხმარა. მას სოცქსელში ნაგავს ეძახიან და სწერენ, რომ ევას დასახმარებლად „ფეისბუქი“ დიდი ხანი იყო აღჭრელებული შორენას ნომრით.

ტელესახემ რამდენიმე მოწერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთი ბავშვის ახლობლები სწერენ, რომელსაც ასევე სჭირდება დახმარება:

„ერთი კითხვა მაქვს – ამ ბავშვის ახლობლებს ჩემს სალანძღავად რატომ სცალიათ? მე რატომ გგონივართ თქვენი პრობლემების მომგვარებელი. ერთი კვირის წინ ჩამოვედი თურქეთიდან და კიდევ ერთი ოპერაცია გადავიტანეთ. ამიხსენით, რითი დაგეხმაროთ? კი, ხალხი დაეხმარა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ სამი ოპერაცია გაიკეთა ევამ. მეც მჭირდებოდა ფული, მაგრამ ნაგავო და არარაობა არავისთვის მიკადრებია. მიმართეთ მათ, ვისაც ევალება დაფინანსება. მერ ჯერ ევას ოპერაციის თანხა არ დამიფარავს ბოლომდე…“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here