ლელა წურწუმიას გეგმები – „ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში უნდა დავჯდე და ვინმეს გადავაბრალო, ვჩანვარ თუ არა…“

0
1887

ლელა წურწუმიას სასტუმრო „ბილტმორში“ შევხვდით, სადაც „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე რადიო „ფორტუნას“ მხარდასაჭერად გამოვიდა და ჰოლდინგს, რომელიც წლის ერთ-ერთ რჩეულ ბრენდად კიდევ ერთხელ აღიარეს, სიმღერა მიუძღვნა.

შემდეგ კი „ფორტუნას“ წინასაახალწლო ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვისაც მოიცალა.

ლელა წურწუმია:

შარშან შევხვდი ახალ წელს შინ, მამულიჩასთან, მარიკოსთან და ჩემს დისშვილთან, სანდროსთან ერთად. სხვათა შორის, ისეთი ნოსტალგიური აღმოჩნდა სახლში ახალი წლის შეხვედრა, ჩვენ ხომ სულ სამუშაო რეჟიმში ვართ, ძალიან მომეწონა. წლებია, ქუჩაში ვხვდები ახალ წელს, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში. ძალიან შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი იყო, როცა მარიკოსთან ერთად შევხვდით ახალ წელს. ძალიან მხიარულად გავატარეთ ეს ღამე. კარგი განწყობით, ცეკვით, სიმღერით გავაცილეთ ძველი წელიწადი და შევხვდით ახალს. შემდეგ მოვიარეთ ჩემი დების ოჯახები, მამულიჩას მშობლებთან ვიყავით. მოკლედ, რაც წლებია, არ გამიკეთებია, შარშან შევძელი (იღიმის). იხილეთ სრულად (ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here