მსახიობმა და ტელეწამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა საქორწინო კაბა მოირგო. ფოტოები მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოებიდან ირკვევა, რომ მსახიობი “მარიონელას“ სახე გახდა და საქორწინო კაბაც სწორედ ამიტომ ჩაიცვა.
შორენა სოციალურ ქსელში ბექსთეიჯის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ულამაზესი საქორწინო კაბა, შარვალზე აცვია. “რა ზუსტი ფოტოა, ყველა გადაღება გამახსენდა“ – წერს კომენტარებში ნანუკა გოგიჩაიშვილი.