გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“ დაიხურა. შორენა ბეგაშვილი მაყურებელს გუშინ დაემშვიდობა.
“ეს ბოლო გადაცემაა. მეც ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობება, მაგრამ მოდით, როგორი პოზიტიურიც იყო “იღბლიანი ბორბალი” ისე დავამთავროთ” – ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს.
ვანიკო თარხნიშვილმა და შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს და გადაცემის გუნდს, მადლობა გადაუხადეს და გამოსამშვიდობებელი ტორტი გაჭრეს.
https://www.youtube.com/watch?v=t1or3hnDEzM