ნინო ჩხეიძის ქუდები ამერიკაში გაიყიდება

0
3094

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ სულ ცოტა ხნის წინ, დიზიანერობა დაიწყო და ქუდების ხაზი შექმნა. როგორც თავად აცხადებს, დიზაინერობა უსაქმურად ყოფნის დროს გადაწყვიტა და შემდეგ ეს გართობა წარმატებულ ბიზნესად ექცა.

„ჩემი ქუდების კოლექცია სულ გავყიდე და ახლა ჩალის ქუდების შექმნას ვიწყებ. ჩემი საქმიანობით ამერიკაშიც დაინტერესდნენ და მალე იქაურ მაღაზიებშიც გაიყიდება. ეს ჩემთვის გართობა იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ ამ პროფესიაში უფრო დავიხვეწო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, წარმატებულად გამომდის ბიზნესი“ – განაცხადა ნინომ ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here