შონ პენი მადონას კონცერტს დაესწრო

0
36

შონ პენმა მადონას შემოქმედება 30 წლის შემდეგ დააფასა. ამაში პოპ დივა ბერკლის ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას გამოუტყდა. რამდენიმე დღის წინ მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტების მადონასთან შეხვედრა გაიმართა. არტისტი ტრადიციულად სტუდენტების შეკითხვებს პასუხობდა. მედიმ მისი მედისონ სკვერ გარდენში გამართული კონცერტი გაიხსენა და ისიც დასძინა, რომ შონ პენმა მისი შემოქმედება 30 წლის შემდეგ დააფასა.

საქმე იმაშია, რომ ზემოთხსენებული კონცერტი ცოტა ხნის წინ ჩატარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საღამოს მადონას ექს მეუღლე – მსახიობი – შონ პენიც ესწრებოდა. “მან შოუს მერე მომწერა, რომ როგორც იქნა, ჩემი შემოქმედება დააფასა” გამოტყდა მადონა აუდიტორიასთან. ბოლოს პენი მადონას ქმრის სტატუსით მის კონცერტს სწორედ მედისონ სკვერ გარდენში, 1985 წელს დაესწრო, 30 წლიანი პაუზის შემდეგ კი ყოფილ ცოლს პატივი კიდევ ერთხელ დასდო. “და მხოლოდ ამის თქმა შეუძლია ქორწინებაზე?! 30 წელი”… ამბობს მადონა.