რა იქნებოდა შოუბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრება, რომ არა სოციალური ქსელები – მსახიობები, მომღერლები, მოდელები თუ უბრალოდ ცნობად სახეები ყოველდღიურად გვიზიარებენ საკუთარი ცხოვრების მომენტებს. თუმცა ხშირად ვარსკვლავები ისეთ სურათებს გვიჩვენებენ, რასაც ყველგან ვერ ნახავთ – საუბარია მათ შიშველ ფოტოებზე, რომლებიც არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. წარმოგიდგენთ სელებრითებს, რომლებიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საკუთარი შიშველი სხეულის დემონსტრირებას არ ერიდებიან…
აგრეთვე იხილეთ: შიშველი სელებრითები ინსტაგრამიდან (ნაწილი I – მამაკაცები)
რიანა – Rihanna
პირველ რიგში რა თქმა უნდა ბარბადოსელი მომღერალი – რიანა უნდა ვახსენოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ შემსრულებელი საკმაოდ თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს და არასდროს ერიდება ყველაზე პირადულის გამომზიურებაც კი. მუსიკოსი ინსტაგრამის პრინცესა საკმაოდ დიდი ხანი იყო და მისი ფოტოები დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, სანამ ზედმეტი სიშიშვლის გამო სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მისი ანგარიში არ გააუქმა. ამ ფაქტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და არავის ეგონა თუ შემსრულებელი კვლავ დაბრუნდებოდა ინსტაგრამზე, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მისი პროფილი კვლავ გააქტიურდა. მიუხედავად ყველაფრისა ბარბადოსელი ლამაზმანი ძველ ჩვევებს მაინც არ იშლის…
მაილი საირუსი – Miley Cyrus
არანაკლებ სკანდალურია მაილი საირუსისა და ინსტაგრამის ურთიერთობა. შემსრულებელი ხშირად აზიარებს საკმაოდ თამამ სურათებს და ეს ყველაფერი მოგვიანებით ტაბლოიდებისთვის დიდი ხნის საჭორაო თემადაც იქცევა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავმა ფოტოებში არაერთხელ მოიშიშვლა მკერდი, და არც სხვა ადგილების დემონსტრირებას ერიდება, მისი გვერდი ჯერჯერობით დეაქტივაციის საფრთხის წინაშე არ დგას, ასე რომ თამამად შეგვიძლია მომღერლის ექაუნთზე შევიხედოთ მისი გამომწვევი ფოტოები შევათვალიეროთ…
კიმ კარდაშიანი – Kim Kardashian
რეალითი შოუების ვარსკვლავი არც სოციალური ქსელებში უჩივის თაყვანისმცემელთა ნაკლებობას. მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი არაფრით გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით, რომ ქანიე ვეტის მეუღლეა, მის ინსტაგრამს 44 მილიონი მიმდევარი ჰყავს. კიმსაც სხვა რა სჭირდება – მილიონობით თაყვანისმცემლებს საკუთარი შიშველი სხეულის ყურებით ანებივრებს. ამჟამად ვარსკვლავი ორსულადაა და მიუხედავად ამისა ძველი ჩვევების დავიწყება უჭირს – რამდენიმე დღის წინ მის გვერდზე ფოტო გამოჩნდა, სადაც ის სრულიად შიშველია და წამობერილი მუცელიც კარგად ჩანს. მართალია კარდაშიანმა ეს საქციელი იმით გაამართლა, რომ ორსულობის მიუხედავად მე მაინც მიყვარს ჩემი სხეული და ვფიქრობ, რომ იდეალური ვარო, თუმცა ტაბლოიდების ყბას მაინც არ ასცდა და კიმი ჯვარს აცვეს…
კრისი ტაიგენი – Chrissy Teigen
29 წლის ამერიკელი მოდელი – კრისი ტაიგენი უკვე 9 წელია მუსიკოს ჯონ ლეჯენდთან ერთად არის. წყვილმა ორი წლის წინ იქორწინა და განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშიც სწორედ ამ მოვლენის შემდეგ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ მის ინსტაგრამს მხოლოდ 3 მილიონი ადამიანი აკვირდება, ვარსკვლავი ყოველთვის გამოირჩევა თამამი ფოტოებით – კრისი ხან საკუთარი მკერდის დემონსტრირებით არის დაკავებული, ხანაც საკუთარი ქმრის უკანალს გვიჩვენებს…
ნაია რივერა – Naya Rivera
ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ნაია რივერა თაყვანისმცემლებს ყოველთვის ანებივრებდა სექსუალური ფოტოებით, თუმცა მას შემდეგ რაც ვარსკვლავი ორსულადაა, მისი ინსტაგრამი “გაბერილი“ ფოტოებით გაივსო. გოგონა ხან შიშველი ეფიცხება მზეს, ხანაც თამამ ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას და ამ ყველფრის ამსახველ სურათებს კი დიდი სიამოვნებით აზიარებს სოციალურ ქსელებში.
ეფქეიეი თვიგსი – FKA Twigs
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ შიშველ სხეულზე გიჟდება Robert Pattinson-ის მეგობარი გოგონა – მუსიკოსი FKA Twigs გახლავთ. შესმრულებელი ყოველთვის თამამი იმიჯით გამოირჩევა და მისი მკერდიც არაერთხელ გვინახავს ისეთ ადგილას, სადაც ნამდვილად არ უნდა გვენახა, თუმცა სიშიშვლე ხომ ბოლო დროს მიღებული სტანდარტია, ამიტომაც FKA Twigs-ი სხვა ვარსკვლავებს არ ჩამორჩა და ინსტაგრამის საკუთარი გვერდი თამამი ფოტოებით გაამრავალფეროვნა.
ნიკი მინაჟი – Nicki Minaj
ნიკი მინაჟის ფოტოები სკანდალური ნაკლებად არის, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სურათები რომლებსაც შემსრულებელი ინსტაგრამზე ტვირთავს საკმაოდ თამამია, მაგრამ ზედმეტი კილოგრამების გამო ის ხშირად ხდება ხოლმე დაცინვის ობიექტი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალმა არაერთხელ გამოაქვეყნა სურათები, სადაც ის “ევას კუსტიუმში“ გახლავთ გამოწყობილი, თუმცა რიანასგან განსხვავებით მას ძალიან გაუმართლა…