შიშველი სელებრითები ინსტაგრამიდან (ნაწილი I – მამაკაცები)

0
185

რა იქნებოდა შოუბიზნესის წარმომადგენლების ცხოვრება, რომ არა სოციალური ქსელები – მსახიობები, მომღერლები, მოდელები თუ უბრალოდ ცნობად სახეები ყოველდღიურად გვიზიარებენ საკუთარი ცხოვრების მომენტებს. თუმცა ხშირად ვარსკვლავები ისეთ სურათებს გვიჩვენებენ, რასაც ყველგან ვერ ნახავთ – საუბარია მათ შიშველ ფოტოებზე, რომლებიც არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი. წარმოგიდგენთ მამაკაც სელებრითებს, რომლებიც სოციალურ ქსელ ინსტაგრამში საკუთარი შიშველი სხეულის დემონსტრირებას არ ერიდებიან…

აგრეთვე იხილეთ: შიშველი სელებრითები ინსტაგრამიდან (ნაწილი II – ქალები)

ჯასტინ ბიბერი – Justin Bieber

ჯასტინ ბიბერი რეალურ ცხოვრებაში გაცილებით სკანდალურია, ვიდრე ინსტაგრამზე. თუმცა რამდენიმე ხმაურიანი გამონათება მის ანგარიშსაც ახსოვს. მაგალითისთვის მისი ბოლოდროინდელი სურათიც გამოდგება, სადაც ის იახტაზე სრულიად შიშველი დგას და ჰორიზონტის ყურებით ტკბება. არაერთხელ გავრცელდა ფოტოები, რომლებიც თინეიჯერების კუმირმა ინტერნეტში შემთხვევით განათავსა – მოგვიანებით კი მისი შინაარსიდან გამომდინარე ელვის სისწრაფით წაშალა…

ეშლი პარკერ ენჯელი – Ashley Parker Angel

ეშლი პარკერ ენჯელი თავისი ფოტობით უფრო გახდა ცნობილი, ვიდრე ამერიკულ ბენდ O-Town-ში მოღვაწეობის გამო. 34 წლის მუსიკოსი სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს და სავარჯიშო დარბაზებში გადაღებული სურათებითაც ხშირად ანებივრებს თავის თაყვანისმცემლებს, თუმცა მხოლოდ ეს როდია – მუსიკოსი არც უკანალის დემონსტრირებას ერიდება. მიუხედავად თამამი ფოტოებისა მის მიმართ ჯერჯერობით სოციალური ქსელის მომხმარებლები დადებითად არიან განწყობილი და მისი პოსტები მხოლოდ მოწონებას იმსახურებს.

ჯონ ლეჯენდი – John Legend

ჯონ ლეჯენდი ჟურნალისტების ყურადღებას ძირითადად მაშინ იმსახურებს, როდესაც მისი სინგლები დიდ წარმატებას აღწევს, ან პირად ცხოვრებაში აქვს სიახლეები, თუმცა მის ფოტოებსაც მოჰყვა ხმაური ცოტა ხნის წინ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შიშველი მუსიკოსის ფოტოები ინსტაგრამზე არა თავად, არამედ მისმა მეუღლემ – კრისი ტაიგენმა განათავსა…

ბატისტ ჟიაბიკონი – Baptiste Giabiconi

შანელის მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მოდელი და კარლ ლაგერფელდის მუზა – ბატისტ ჟიაბიკონი წლების წინ თამამ ფოტოსესიებზე უარს არასდროს ამბობდა, თუმცა რაც მუსიკალური საქმიანობა წამიწყო და მისი სახელი ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი გახდასაც გადაეჩვია, თუმცა ზოგჯერ ძველ ჩვევებს მაინც იხსენებს. ცოტა ხნის წინ მომღერლის ინსტაგრამზე გამოჩნდა სურათები, სადაც მოდელი შანელის ლოგოთი დამშვენებული სერფინგის დაფით პოზირებს. ერთ-ერთ სურათში სწორედ ზემოთხსენებული დაფა ფარავს მის გენიტალიებს, ხოლო მეორეში ის სრულიად შიშველი დგას. საინტერესოა ვინ უღებდა ამ დროს ფოტოს…

მარკ ჯეიკობსი – Marc Jacobs

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სექს სკანდალი მარკ ჯეიკობსს უკავშირდება. დიზაინერმა, სრულიად შემთხვევით, საკუთარი სასქესო ორგანოს ფოტო გამოაქვეყნა საჯაროდ. სანამ მარკი მიხვდებოდა, რომ მის გენიტალიებს ათასობით ადამიანი ხედავდა სურათი ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტ გამოცემების გვერდებზე. მართალია რამდენიმე წუთში Jacobs-მა ფოტო წაშალა, მაგრამ ეს ფაქტი დღემდე არ კარგავს აქტუალობას ინტერნეტში.

ჯოშ დუმელი – Josh Duhamel

თამამ ვარსკვლავთა შორის ყველაზე მოკრძალებული ჯოშ დუმელი აღმოჩნდა. მსახიობმა რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელებში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ბუნების წიაღში სრულიად შიშველი ზის კლდეზე და მედიტაციით არის დაკავებული. ვარსკვლავის უწყინარ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ტაბლოიდების მხრიდან და უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტგამოცემებმა ამით საკმაოდ დიდი პიარი გაიკეთეს…