„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ იხსნება – Cory Henry უკვე ბათუმშია

0
1836

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი დღეს კლუბში „Take Five“ გაიხსნება. პირველი დღის სტუმრები უკვე ჩაფრინდნენ აჭარაში. ჯაზპიანისტ Cory Henry-ს თან საინტერესო მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ბენდი ახლავს სახელწოდებით The Funk Apostles.

პიანისტმა ბათუმის აეროპორტიდანვე გაავრცელა ვიდეო, სადაც ქართველ მსმენელს ესალმება და საუკეთესო საღამოს ჰპირდება.

Cory Henry ამერიკელი ჯაზპიანისტი, გოსპელის შემსრულებელი და მუსიკალური პროდიუსერია. ჰენრის სამი ალბომი აქვს ჩაწერილი, 2012, 2014 და 2016 წლებში. რიგით მეორე ალბომი „ბილბორდის“ ჩარტებშიც აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ ჰენრი უკრავს ბრწყინვალე ჯგუფში Snarky Puppy.

https://www.facebook.com/tbcstatus/videos/1618080944924130/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here