შოთიკო ნოზაძე „სითი პარკის“ წინააღმდეგ – „მანქანა მომპარეს…“

0
2042

მსახიობი შოთიკო ნოზაძე, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული თენგო მაზიაშვილის როლით, სოციალურ ქსელში იმ ამბის შესახებ წერს, რომელიც ახლახან შეემთხვა. ის, როგორც ბევრი სხვა მძღოლი, „სითი პარკს“ უპირისპირდება და აღნიშნავს, რომ მას მანქანა მოპარეს… მის სტატუსს გთავაზობთ, თუმცა მცირედი სახეცვლილებით, რადგანაც მსახიობი აშკარად აღელვებულია და „სითი პარკის“ თანამშრომლები უცენზუროდ მოიხსენია.

„დღეს ზუსტად 5 წუთით გავაჩერე მანქანა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, გორის ქუჩაზე „სითი პარკის“ ამკრძალავი ნიშნიდან 15-20 მეტრის დაშორებით იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა, ადგილი არსად არ იყო.. ვიმეორებ, ზუსტად 5 წუთი. მანქანა მომპარეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეტყობა, მელოდებოდნენ, როდის დავტოვებდი მანქანას, რომ ესარგებლათ შემთხვევით. იმის მაგივრად, რომ გავეფრთხილებინე, დავამატებ იმასაც, რომ აღნიშნულ ადგილას ჩემი მანქანის გარდა რამდენიმე მანქანაც იდგა (ალბათ, იმათმაც ვერსად გააჩერეს), თუმცა მხოლოდ ჩემი მანქანა მოიტაცეს და გადაიყვანეს საჯარიმოზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here