შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი. მესამე-მეოთხე დღე, ლეგენდარული მუსიკოსების ტრიუმფი

0
1581

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა. ვიდრე ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რომ ტრომბონ შორთმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. წელს „ისთერნ პრომოუშენსმა“ მელომანებს უფრო მეტად მოდერნიზებული და კომპაქტური სივრცე შესთავაზა, კლუბის და სცენის გაერთიანებით. ასე, რომ ადამიანმა დინამიტმა, რომელსაც მოფერებით ტრომბონ შორთსეძახიან, მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და მათ ბისზე რამდენიმე კომპოზიცია შესთავაზა. გეტყვით, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარია ტროი ენდრიუ, თუ რატომ არის მისი სასცენო სახელი ტრომბონ შორთი კი რთული მისახვედრი არ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here