შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

0
704

ახლა 9 აპრილის ბაღში, ბავშვების ჟრიამულის, შეყვარებული წყვილების თუ უბრალოდ მოსეირნე ადამიანების გარდა, დიდ სამუშაო სამზადის პროცესსაც შენიშნავთ. საქმე იმაშია, რომ აქ 17-დან 21 ივნისის ჩათვლით შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან. ფესტივალის დაწყებამდე ერთი დღეა დარჩენილი და მღელვარებაც შესაბამისად დიდია. სივრცე უკვე შერჩეულია. ახლა კი სხვადასხვა ლოკაციებს ამზადებენ იმისათვის, რომ ყველაფერი სისრულეში მოიყვანონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here