მერაბ სეფაშვილმა სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილე სოლო კონცერტით აღნიშნა

0
2236

40 წელია რაც სცენაზე დგას. პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. 16 წლის უკვე მღეროდა ანსამბლ „რერო“-ში. სწორედ აქედან დაიწყო მისი სასიმღერო კარიერა. პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. 2012 წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ამჯერად რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა, სადაც ყველასთვის საყვარელი სიმღერები ახალი ჟღერადობით შეასრულა კამერული ორკესტრისა და ბენდის თანხლებით, რომელსაც დავით მაზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here