ყველასთვის ცნობილია, რომ შოუბიზნესი წარმოუდგენელია თამამი ნაბიჯების გარეშე. ამისი ნათელი დადასტურებაა მომღერალი Madonna, რომელმაც საკუთარი კარიერა სწორედ სითამამის გარშემო ააგო და ათეულობით წლებია, პოპულარობას ინარჩუნებს პროვოკაციული ნაბიჯების წყალობით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობს და შემოქმედებაშიც მუდმივად სიახლეებს ეძებს. ანუ პოპულარობას განსაზღვრავს არა მხოლოდ სიშიშვლე, არამედ სწრაფვა სიახლეებისკენაც.
ქართულ შოუბიზნესში საყოველთაო გაშიშვლების ფენომენი სწრაფად აიტაცეს. წარმოგიდგენთ 9 ქართველ ქალს, რომლებმაც სხვა რაღაცებთან ერთად, საზოგადოება სიშიშვლითაც აალაპარაკეს.
შორენა ბეგაშვილი – შორენამ ნამდვილი პოპულარობა Playboy-ში გადაღებული ფოტოებით მოიპოვა. შემდეგ იყო სკანდალი დავით ბაგრატიონთან მის ურთიერთობასთან დაკავშირებით, როლები ფილმებში, სადაც მუდმივად გარეგნობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ქართველ მაყურებელს მხოლოდ ერთი ფილმი ახსოვს მისი მონაწილეობით, “უშენოდ მგონი მოვკვდები“, სადაც რეჟისორს მსახიობისგან გაშიშვლება არ მოუთხოვია.
შორენამ ძალიან კარგად იცის, რას ითხოვს მისგან მაყურებელი და მშვიდად მიჰყვება წინასწარ არჩეულ გზას. შედეგად, სხეულის სხვადასხვა ნაწილის გამოჩენა მისგან აღარავის უკვირს.
ია ფარულავა – მსახიობმა მაყურებლის გამორჩეული ყურადღება გიორგი შენგელაიას ფილმში – “სიყვარული ვენახში“, მონაწილეობით მიიპყრო, სადაც მთლიანად გაშიშვლდა ზაზა პაპუაშვილთან სექსის სცენაში.
იას გარდერობი არც ახლაა მოკრძალებული და ღრმა დეკოლტეების მორგებას მსახიობი არასდროს ერიდებოდა.
ია ფარულავა მშვენივრად ფლობს პიარის ხელოვნებას და იცის, როგორ შეახსენოს თავი საზოგადოებას. მის გამონათქვამებს ყვითელი პრესა ხშირად აიტაცებს ხოლმე.
ხატია ბუნიათიშვილი – შესანიშნავმა ქართველმა პიანისტმა სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. ხატიას უამრავ ქვეყანაში აქვს ტურნეები, საქართველოში იშვიათად ჩამოდის.
ქართველმა მაყურებელმა უკეთ პროექტ “ნიჭიერით“ გაიცნო, სადაც ჟიურის წევრი გახლდათ, თუმცა მის შეფასებებზე მეტად მაყურებელს მისი გამომწვევი ჩაცმულობა დაამახსოვრდა – ხატია ერთ-ერთ გადაცემაზე ისეთი ღრმად დეკოლტირებული კაბით გამოცხადდა, რომ ოპერატორებს ხელი უკანკალებდათ მისი გადაღებისას, ხოლო მეორედ, ბიუსტჰალტერის ჩაცმა “დაავიწყდა“, რაც მაყურებელს ნამდვილად არ გამოჰპარვია.
ლიკა ლაბაძე – ქართველმა ტელეწამყვანმა ორიოდე წლის წინ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა და ამერიკაში სამსახიობო ოსტატობის შესწავლა გადაწყვიტა. იქ შეხვდა თავის ახალ სიყვარულს, იტალიელ ჯუზეპეს, რომელზეც დანიშნულია.
მანამდე კი ლიკას საქართველოში ძალიან აქტიური ცხოვრება ჰქონდა. იყო სხვადასხვა გადაცემის, მათ შორის, “ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანი. ერთ-ერთ გადაცემაზე, ლიკამ საკუთარი მოშიშვლებული მკერდით მაყურებელი გააკვირა და ყვითელ პრესას საჭორაო თემაც მისცა. მისმა ფოტოებმა ბევრი ინტერნეტგამოცემა მოიარა.
ნუკი კოშკელიშვილი – ნუკი თავად აღიარებს, რომ უყვარს, როცა ხალხს თავს შეახსენებს ხოლმე. მაგალითად, მორიგი თამამი ფოტოსესით, სადაც სხეულს მხოლოდ გამჭირვალე სამოსი უმშვენებს. ის არც საცურაო კოსტიუმით ტელეკამერების წინ პოზირებას ერიდება, ორიგინალურად და არცთუ დაფარული ტანსაცმლით ჩნდება სხვადასხვა თოქ შოუში.
ნინა წკრიალაშვილი – ნინა Playboy-სთვის გადაღებული ფოტოების შემდეგ არაერთხელ გამოჩნდა თამამ ფოტოსესიებში. მასზე ხშირად ამბობენ, რომ მისი პოპულარობის დიდი წილი სწორედ ასეთ სკანდალურ ფოტოებსა და არანაკლებ ეპატაჟურ ინტერვიუებს უკავშირდება, ვიდრე მის შემოქმედებას.
თამო ვაშალომიძე – თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მან ეროტიკული კალენდრისთვის გაიხადა. შემდეგ ის რუსულ Playboy-ში უნდა გადაეღოთ. როგორც ცნობილია, გადაღებები არ შედგა, თუმცა ოჯახთან დაკავშირებული სკანდალებითა და გამომწვევი ფოტოებით თამუნამ მაინც შეძლო პოპულარობის მოპოვება.
მერსი სულხანიშვილი – ტელეწამყვანმა მერსი სულხანიშვილმა საკუთარი მკერდის დემონსტრირება არა მხოლოდ ფოტოსესიებში, არამედ ტელეგადაცემებშიც მოახერხა, ძირითადად, ბიუსტჰალტერის გარეშე გამოჩენით.
ლიზა ყენია – ლიზა ყენია ბავშვობიდან მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, წერს სიმღერებს და ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია. თუმცა ყვითელი პრესისა და ინტერნეგამოცემების ყურადღებას საკუთარი ფეისბუქის გვერდით იქცევს, სადაც ხშირად აქვეყნებს სექსუალურ ფოტოებს…