Miranda Kerr-ი მილიარდერ ბოიფრენდთან ერთად საფრანგეთში ისვენებს

0
94

Miranda Kerr-ი და თავისი ბოიფრენდი, Snapchat-ის შემქმნელი, მილიარდერი Evan Spiegel-ი ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში, კორსიკაზე ატარებენ. პაპარაცებმა ცოტა ხნის წინ წყვილი სანაპიროზე დააფიქსირა, როდესაც ისინი დროს ერთად ატარებდნენ და რომატიკული არდადეგებით ტკბებოდნენ…

შეგახსენებთ, რომ Kerr-ის ბოლოს სერიოზული ურთიერთობა Orlando Bloom-თან ჰქონდა – წყვილი სამი წელი იმყოფებოდა ქორწინებაში. მსახიობთან დაშორების შემდეგ, ყვითელი გამოცემები წერდნენ, რომ Miranda-ს რომანი Leonardo DiCaprio-სთან, Justin Bieber-თან და James Packer-თან ჰქონდა, თუმცა გავრცელებული ხმები სიცრუე აღმოჩნდა.

Evan Spiegel-ისა და 32 წლის ავსტრალიელი მოდელის ურთიერთობის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გაჩნდა, თუმცა მაშინ მილიარდერი და მისი რჩეული ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდნენ. მომდევნო თვის მიწურულს კი Us Weekly-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც გამოცემა წერდა, რომ Miranda Kerr-ის ახალი რჩეული Snapchat-ის შემქმნელი – Evan Spiegel-ი იყო…