„საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევი კონკურსი 3 და 4 ნოემბერს გაიმართება

0
1574

მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევი კონკურსი თბილისში 3 და 4 ნოემბერს, 12 საათიდან თბილისში, პირველი არხის შენობაში (კოსტავას 68)  ჩატარდება.

შოუს მონაწილეთა შესარჩევად კასტინგი მთელ საქართველოში ტარდება. კონკურსში მონაწილეობა 16 წლიდან არის შესაძლებელი.

პროექტს კომპანია „ნოვა პროდაქშენსი“ განახორციელებს. მუსიკალური მეგაშოუ „პირველი არხის“ ეთერში 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.  მაყურებელს პირველად ექნება შესაძლებლობა, ხმა მონაწილეს Messenger-ითაც მისცეს.

მეგაპროექტის გამარჯვებული 2019 წლის „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here