თიკა ჯამბურია: „ერთმანეთის დაბულინგება ძალიან „მეცუდსაქციელება“

0
1507

თიკა ჯამბურია გუშინდელ „რეაქციაში“ გამოსვლის შემდეგ, სადაც ნინი ქარსელაძემ „საუკეთესო სისხლისღვრა“ ახსენა და ამის გამო ბულინგის მსხვერპლად იქცა, მეგობარს თანადგომა გამოუცხადა.

თიკა წერს:

„მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა და მასში განვითარებული მოვლენები, მაგრამ ერთმანეთის დაბულინგება ძალიან „მეცუდსაქციელება“ . ძალიან არ მინდა, რომ ვინმე დავაზარალოთ მორალურად, და ჩვენი ბრძოლა, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ არის სიკეთით მოვიგოთ.

მოდი ვცადოთ ესეთი რამ. დღეში თითო კარგი დადებითი და პოზიტიური კომენტარი ან პოსტი დავუწეროთ ერთმანეთს ❤️ ვცადოთ უბრალოდ… იქნებ, გამოგვივიდეს.

challenge გავაკეთოთ!!!

აირჩიეთ ადამიანები, ვინც თქვენგან საპირისპირო აზრის არიან და მათ დაუწერეთ რამე კარგი, ის, რაც ამ ადამიანის დადებით მხარედ მიგაჩნიათ ❤️ გთხოვთ, რაღაცა შევცვალოთ, აღარ შემიძლია ამდენი ნეგატიური ინფორმაცია ერთმანეთზე…

იმედია ამყვებით და გამოგვივა…

სიყვარულით, თიკა“

(ფოტო)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here