სილამაზის კონკურსები, საქართველოში მრავლად გვაქვს, თუმცა მსოფლიო დონის, თითზე ჩამოსათვლელად. უკვე რამდენიმე სეზონია ჩვენს ქვეყანაში, სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებლის, ეკატერინე მგალობლიშვილის ორგანიზებით, საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მისები და მისტერები სტუმრობენ. ამჯერად ბათუმი ფესტივალს “მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა” მასპინძლობს. პირველი დღე ერთმანეთის კულტურის გაცნობით დაიწყო. ყველა ქვეყანამ მათი ტრადიციული ნუგბარი წარმოადგინა. საღამოს ბათუმის მთავრობის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.