აჩქარებული პულსი და გულისცემა, თვალისა და ხელის ნერვული მოძრაობები, დრო, როდესაც სამყარო თავდაყირა დგება, წამები უსასრულობაში გადადის და პირველი კოცნა, რომელიც არავის არასოდეს ავიწყდება. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ უცდიათ შედარებებითა თუ მეტაფორებით, გადმოეცათ პირველი კოცნა, თუმცა ამჯერად ის “Cartier-ს” საკულტო სუნამოს “BAISER VOLE-ს” ხაზის ახალი ყვავილოვანი ქმნილების Cartier “BAISER FOU!-ს” ინსპირაციად იქცა. ახალი სურნელი კი ქართვuლ საზოგადოებას, პარფიუმერულმა ქსელმა “ისი პარიმ” წარუდგინა. არომატის პრეზენტაციაზე კი მან მედიის წარმომადგენლები მიიწვია და თამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ახალი სურნელის მეშვეობით თავბრუც დაახვია.